შეზღუდვები გზებზე

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45- ე კმ-ზე გზის ასფალტის საფარი ჩაინგრა, რის გამოც გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ჩაინგრა გზის ასფალტის საფარი
ღერძულა ხაზზე დაახლოებით 1მეტრი დიამეტრის სიგრძის. არსებობს საშიშროება საფარის უფრო
დიდი ნაწილის ჩანგრევისა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება სატვირთო
ავტოტრანსპორტის მოძრაობა." - წერია განცხადებაში.

კომენტარები