განათლების სისტემა

პროექტი Minecraft Education Edition საჯარო სკოლებში დაინერგება

www.tnhonline.com

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი Minecraft Education Edition საჯარო სკოლებში დაინერგება. უწყებაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ის საპილოტე სკოლებში იქნება.

სამინისტროს ცნობით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტური გამოყენების მიზნით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის ევროპის ოფისის მენეჯერ მიროსლავ დვორაკთან და Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწუყებაში აცხადებენ, რომ ამ შეხვედრაზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტის Minecraft Education Edition პრეზენტაცია წარმოადგინეს და მინისტრთან ერთად მისი საჯარო სკოლებში დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

"Minecraft Education Edition თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პირველ ეტაპზე Minecraft Education Edition-ის საშუალებით პროგრამირების სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება და შემდგომ ეტაპზე ჰუმანიტარულ საგნებსაც მოიცავს. საპილოტე სკოლებისთვის პედაგოგების გადამზადება უკვე დაწყებულია", - ამბობენ განათლების სამინიტროში.

კომენტარები