გაზმომარაგების შეწყვეტა

10 მაისს დუშეთის ნაწილს და გორის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 10 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანია ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს.

  • მიმდინარე წლის 10 მაისის დილის 09:00 საათიდან 11 მაისის საღამოს 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არაგვისპირს, ბიჩნიგაურს, დაბა ჟინვალს, არანისსა და ქვემო არანისს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 მაისის 17:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • მიმდინარე წლის 10 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ქალაქ გორში გაზმომარაგება შეუწყდება: ლერმონტოვის, ყიფიანის, ცხინვალის, გალუსტაშვილის, გვერდწითელის, ლეხ და მარია კაჩინსკების, ნადირაძის, რუხაძის, ტყვიავის, ჯავახიშვილის, ელიოზიშვილის, მეჯვრისხევისა და მუსხელიშვილის ქუჩებს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 10 მაისის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები