ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 10 მაისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია - ძლიერი. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა.

სინოპტიკოსები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან სეტყვას ვარაუდობენ. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

კომენტარები