აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სახ.დეპ-ი შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით დახუროს გამშები პუნქტები რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან. ეს გადაწყვეტილება ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და აფერხებს საოკუოპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოქალაქეების უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზიდან", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.

კომენტარები