ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ივლის-აგვისტომდე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება სწორი არ იქნება

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, მალე ეყოლება, თუმცა ივლის-აგვისტომდე მისი დასახელება სწორი არ იქნება.

"დღეს არ იქნება სწორი რომელიმე კანდიდატის დასახელება. მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები. ეს კონსულტაციები, ალბათ, ახლო მომავალში მივა ბოლომდე. ჩვენ მალევე გვეყოლება, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი ივლის-აგვისტომდე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. საპრეზიდენტო კანდიდატები რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. ჯერ ჯერობით უცნობია, ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2018 წელს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. მომდევნო არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

კომენტარები