საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა რიადის თავზე იემენიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

ArabNews

საუდის არაბეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქ რიადის თავზე ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

რაკეტები იემენიდან გაისროლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით თავდასხმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა განახორციელეს.

მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები იემენის სამოქალაქო ომში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ 2015 წელს ჩაერთნენ.

კომენტარები