ოჯახში და ქალზე ძალადობა

ცოლის ქუჩაში ცემის გამო, საქალაქო სასამართლომ პირს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

thedailybeast.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს ი. ჩ.-ს სასჯელის ზომად, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 23 იანვარს ი.ჩ.-მ თავის ცოლს, ლ. ქ.-ს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას "სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა". დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა ქმარი მის ცემას მაინც აგრძელდებდა. 

დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. 

კომენტარები