მალაიზია

მალაიზიის პრემიერმინისტრი 92 წლის მაჰათჰირ მუჰამედი გახდა

Getty Images

მალაიზიის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, 92 წლის მაჰათჰირ მუჰამედმა გაიმარჯვა. მისმა ოპოზიციურმა ალიანსმა მოქმედი პრემიერმინისტრის, ნაჯიბ რაზაკის პარტია დაამარცხა და პარლამენტში 222 ადგილიდან 112 მოიპოვა.

ნაჯიბ რაზაკის რეპუტაცია გადასახადების გაზრდამ და კორუფციულმა სკანდალმა შეარყია.

1957 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალაიზიას პარტია "მალაიზიელთა ერთიანი ნაციონალური ორგანიზაცია" მართავს. ეს პირველი შემთხვევაა, რომდესაც უმრავლესობა სხვა პარტიამ მოიპოვა.

"ჩვენ არ გვსურს შურისძიება. ჩვენ მხოლოდ კანონის უზენაესობის აღდგენა გვსურს." განაცხადა მაჰათჰირ მუჰამედმა გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ.

კომენტარები