სესხები

კახა კიკნაველიძე: ახალი რეგულაციები ბანკებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

ტაბულა

საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი ნორმა, რომელიც ბანკებს მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დეტალური ანალიზის ჩატარებას ავალდებულებს ბანკებსა და მის მომხმარებლებზე მნიშველოვან გავლენას მოახდენს.

"მე ვფიქრობ, რომ სებ-ის მიერ აპრილში დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც შვიდ მაისს შევიდა ძალაში ეს უფრო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საბანკო სექტორსა და მის მომხმარებლებზე, ვიდრე საპროცენტო განაკვეთზე ჭერის შემცირება 100%-დან 50%-მდე", - ამბობს კიკნაველიძე.

7 მაისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში ერთ მილიონამდე თვითდასაქმებული პირია მათ უმეტესობას საკუთარი შემოსავლის დადასტურება ოფიციალურად არ შეუძლია. ამავდროულად, საქართველოს 537,000-მოქალაქის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი თვეში 400 ლარზე ნაკლები იყო. ეს თანხა კი საკმაოდ დაბალია, რათა ბანკმა ამ შემოსავლის მქონე პირს სესხი დაუმტკიცოს. 

საქართველოს ბანკის ხელმძღვანელმა ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი ლიმიტის 100%-დან 50%-მდე დაწევაც შეაფასა. მისი თქმით, ეს ცვლილება უმეტესწილად ონლაინ-სესხებსა და მიკროსაკრედიტოებზე მოახდენს გავლენას. 

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამგვარი სახის აბსოლუტური უმრავლესობა თავმოყრილია საბანკო სექტორის გარეთ, ბანკებზე საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას გაცილებით ნაკლები გავლენა ექნება, ვიდრე დავუშვათ მიკროსაფინანსოებსა და ონლაინ-სესხების კომპანიებზე", - ამბობს კინაველიძე.

დღეისთვის ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 80%-100%-ის ფარგლებში მერყეობს. ცვლილების შემდეგ, მათ განაკვეთების იძულებით 50%-მდე დაწევა მოუწევთ. შედეგად, შესაძლოა ამ ბაზარზე დაკრედიტების მოცულობა შემცირდეს. 

კომერციული ბანკების სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთები 2010 წლიდან დღემდე ასე გამოიყურება:

კომენტარები