საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

აკადემიის კურსდამთავრებულები ზვიადაძეზე: არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
სასულიერო სემინარია და აკადემია

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი ყოფილი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის, მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება. 

ყოფილი სტუდენტების განცხადებით, პროტოპრესვიტერ ზვიადაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ აკადემიის კურსდამთავრებულებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

"სემინარია, როგორც განათლება სამოქალაქოს, ასევე სასულიერო განათლებასაც აძლევს და ჩვენთან სხვა პრინციპები მოქმედებს. აქ გვასწავლიდნენ ადამიანობას, კაცთმოყვარეობას, ერთსულოვნებას და ერთმანეთის გვერდში დგომას. ჩვენგან ძალიან შორს იდგა ძალადობა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე პერიოდის შემდეგ, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოვხმაურებოდით და გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია ჩვენი სწავლის პერიოდში და ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სემინარია არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც განათლების სისტემას ემსახურება სრულიად უფასოდ. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, აიღონ ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები სრულიად უფასოდ,"- ნათქვამია განცხადებაში. 

5 თებერვალს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულებმა ყოფილი რექტორი, პროტოპრესვიტერი ზვიადაძე ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში დაადანაშაულეს. ოცზე მეტმა კურსთამდავრებულმა პატრიარქსა და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს საჯარო მიმართვა გაუგზავნა, რომლის სრული ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ აქ

9 თებერვალს ყოფილი სტუდენტების განცხადებას სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭო გამოეხმაურა და გამოთქმული ბრალდებები ცილისწამებად შეაფასა

კომენტარები