აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთის მთავრობასა და სათამაშოების ქსელ ჭიტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს „ჭიტას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასაქმების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბულისკერია ესწრებოდნენ.

კომენტარები