ევროვიზია 2018

საქართველო ევროვიზიიდან მეოთხედ გამოვარდა - როდის მიიღო საქართველომ მაქსიმალური შეფასება

Eurovision Song Contest

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=FvVx5-mzmm0","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

საქართველო ევროვიზიის ნახევარფინალის კონკურსიდან გამოვარდა. საქართველო ჯგუფმა ირაომ სიმღერით "შენი გულისთვის" წარადგინა. ეს ამ კონკურსზე საქართველოს მეთერთმეტე გამოსვლა იყო. გასული წლების განმავლობაში საქართველომ საუკეთესო შედეგი 2010 და 2011 წელს მიიღო - სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი Eldrine მეცხრე ადგილზე გავიდნენ. საქართველო კონკურსს ნახევარფინალიდან 2012, 2014, 2017 და 2018 წლებში გამოეთიშა.

საქართველოს შედეგები ევროვიზიაზე - ყველა სიმღერა

2007 წელი - სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა სიმღერით Visionary Dream, კონკურსი ჰელსინკიში ჩატარდა

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=EHImNpPta7M]

2008 წელი - დიანა ღურწკაიამ მე-11 ადგილი დაიკავა სიმღერით Peace Will Come, კონკურსი ბელგრადში ჩატარდა

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=paPjkp6s2u8","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

2009 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - Put In Disco. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

2010 წელი - სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა სიმღერით Shine, კონკურსი ოსლოში ჩატრადრა

2011 წელი - ჯგუფი Eldrine სიმღერით One more day მეცხრე ადგილზე გავიდა, კონკურსი დიუსელდორფში ჩატარდა

2012 წელი - ანრი ჯოხაძე სიმღერა I'm a Joker-ით ნახევარფინალური ტურიდან გამოვარდა, კონკურსი ბაქოში ჩატარდა

2013 წელი - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი სიმღერით Waterfall მეთხუთმეტე ადგილზე გავიდნენ, კონკურსი შვედეთში ჩატარდა

2014 წელი - The Shin & მარიკო ებრალიძე ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ, კონკურსი კოპენჰაგენში ჩატარდა

2015 წელი - მე-11 ადგილი, ნინა სუბლატი სიმღერით Warrior, კონკურსი ვენაში ჩატარდა

2016 წელი - ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz 22 ადგილზე გავიდნენ, კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდა

2017 წელი - თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith ნახევარფინალიდან გამოვარდა, კონკურსი კიევში ჩატარდა

2018 წელი - ჯგუფი ირაო სიმღერით შენი გულისთვის ნახევარფინალიდან გამოვარდა, კონკურსი ლისაბონში ჩატარდა

კომენტარები