ზუგდიდში წუხელ ქალი გაძარცვეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, მძარცველმა მას საფულე წაართვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.