ქართული ოცნების ყრილობამდე, ერთი საათია დარჩენილი. მთაწმინდის გზაზე "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის დროს დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მთაწმინდის პარკში სურდათ ასვლა, სადაც "ანდერვილიში" ყრილობა უნდა გაიმართოს, თუმცა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ამის უფლება არ მისცეს.