TI-ის კვლევა: მოსახლეობის 48%-ის აზრით, საპატრიარქოსადმი დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% ემხრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებას. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30%-ის აზრით, ეკლესია ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, ხოლო 8% კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს ან არ იცის. 

კითხვაზე, "ბოლო წლებში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ", 48% პასუხობს, რომ უარესობისკენ შეიცვალა. 28%-ის აზრით, უკეთესობისკენ შეიცვალა. მოსახლეობის 16% მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, ხოლო 8%-ს კითხვაზე პასუხი ან არ აქვს, ან თავს იკავებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 52% მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები საჯარო განხილვის საგანი არ უნდა იყოს, რასაც არ იზიარებს კვლევაში მონაწილეთა 40%. 6%-ს პასუხი არ აქვს ან თავს იკავებს მისი გამჟღავნებისგან, ხოლო 2%-ს კი არაფერი სმენია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე -

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 44%, სააკაშვილის დაჭერის შემთხვევაში, მის შეწყალებას ემხრობა

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 59%-ის აზრით, რამე გვეშველება

TI-ის კვლევა: ივანიშვილის დაბრუნებამდე, 69% თვლიდა, რომ ის პოლიტიკაში ჩართული იყო

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ

TI-ის კვლევა: 58%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნების გავლენის ქვეშაა

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კომენტარები