ნარკოპოლიტიკა

R2: რუსთაველის გამზირისკენ წყლის ჭავლის მანქანები მიემართებიან

რუსთავი 2

რუსთავი 2 ავრეცელბს ფოტეოებს, არხის ინფორმაციით ავტომობილები ავლაბრში შენიშნეს და ისინი ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ისინი არ ადასტურებენ წყლის ჭავლის მანქანების მობილიზებას. 

სპეცტექნიკის ამსახველ ვიდეოებს facebook-ის მომხმარებლებიც აქვეყნებენ:

პარლამენტის ძველ შენობასთან ამჟამად აქცია - "ჩვენ თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ" მიმდინარეობს. მასზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და შემდეგ გამართული მხარდამჭერი აქციის დარბევას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

 

კომენტარები