ნარკოპოლიტიკა

კალაძე აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმზე: ეს მათ ემოციურ ფონზე თქვეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

"მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. აქ მე დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოდიან და მართავენ აქციას დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდში რომ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. 

ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე. 

რაც შეეხება ფორმას, ეს პოლემიკის საგანია, თუ როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი", - ამბობს კალაძე.

რუსთაველის გამზირი ახლაც გადაკეტილია

აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ 22:00-მდე გიორგი კვირიკაშვილი გამოსულიყო საგანგებო განცხადებით და მას საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე კარვებს გაშლიდნენ. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მის თანამშრომლებს დაკავებულებმა განუცხადეს, რომ მათი აყვანა არა კლუბებში, არამედ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები