ნარკოპოლიტიკა

კალაძე: შესარიგებელ მატჩს არავის არ ვთავაზობ

0 კომენტარი
ვიცეპრემიერი კახა კალაძე ფოტო: ტაბულა

კახა კალაძემ საგანგებო მიმართვაში თქვა, რომ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მთელი პოლიტიკური გუნდი შეკრებილია და მიმდინარეობს მსჯელობა მომხდარის შესახებ. ამასთანავე კალაძე ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია, ხოლო მომხდარის გამო კი ის შესარიგებელ მატჩს არავის სთავაზობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საგანგებო განცხადების გაკეთებას არა კალაძისგან არამედ გიორგი კვირიკაშვილისგან მოითხოვდნენ.

"მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. აქ მე დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოდიან და მართავენ აქციას დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდში რომ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. 

ჩვენს უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, ჩვენ შეკრებილები ვართ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს. აქაც მინდა, რომ მივმართო ახალგაზრდებს, გუნდში დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ამ ქვეყანაში. აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ნახონ თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე. ვთავაზობთ ამ ახალგაზრდებს შემობრძანდით ჩვენი კარი არის ღია

ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე. 

რაც შეეხება ფორმას, ეს პოლემიკის საგანია, თუ როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი", - ამბობს კალაძე.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ 22:00-მდე გიორგი კვირიკაშვილი გამოსულიყო საგანგებო განცხადებით და მას საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე კარვებს გაშლიდნენ. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მის თანამშრომლებს დაკავებულებმა განუცხადეს, რომ მათი აყვანა არა კლუბებში, არამედ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები