სპეცოპერაციები კლუბებში

დღეს, პარლამენტის ძველ შენობასთან, 15:00-ზე აქცია " ჩვენი თავისუფლებისთვის" განახლდება

დღეს, პარლამენტის ძველ შენობასთან 15:00 საათზე აქცია " ჩვენი თავისუფლებისთვის" განახლდება. 

აქციის მონაწილეებს იგივე ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

აქციები პარლამენტის ძველ შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს, ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში შეიჭრა. ბასიანსა და გალერიში შეჭრის შემდეგ. პოლიციამ მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები დაარბია და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დაიჭირა.

გუშინდელი აქციის შემდეგ ღამით მოქალაქეებმა რუსთაველზე კარვები გაშალეს, რომელიც ამ დილით პოლიციამ აიღო. 

კომენტარები