სპეცოპერაცია კლუბებში

EMC პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟის ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებს

0 კომენტარი
ფოტო: Gurianews

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რუსთაველზე აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვების, პოლიციის მხრიდან დემონტაჟის ფაქტს, სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს იყო მანიფესტაციისთვის ხელისშეშლის ფაქტი, რაც უკანონობაა.

"დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვების დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილის განმარტებით, ამ დროისთვის, კარვებში აქციის 10-მდე მონაწილე იმყოფებოდა, რომლებმაც ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. აქციის მონაწილის განმარტებით, დილით, დაახლოებით 30-მდე პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოსთხოვა მათ კარვების დაშლა. თუმცა პოლიციას არ გაუკეთებია განმარტება რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა დემონტაჟს. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა, გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყეს რაც, პრემიერმინისტრმა მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე. შესაბამისად, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას. არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა. ამის გათვალისწინებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო. EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ამ ფაქტს გაასაჩივრებს." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციები პარლამენტის ძველ შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს, ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში შეიჭრა. ბასიანსა და გალერიში შეჭრის შემდეგ, პოლიციამ მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები დაარბია და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დაიჭირა.

გუშინდელი აქციის შემდეგ ღამით მოქალაქეებმა რუსთაველზე კარვები გაშალეს, რომელიც ამ დილით პოლიციამ აიღო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები