სპეცოპერაციები კლუბებში

გაბედავა: ვაპირებთ, პატივი მივაგოთ 9 აპრილის მემორიალს, რომელიც შეურაცხყვეს

გიორგი გაბედავას თმით, მისი ჯგუფი აპირებს, „პატივი მიაგოს 9 აპრილის მემორიალს, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ერთერთი უტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრები ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიასთან არიან შეკრებილნი.

“ჩვენ ვაპირებთ, მშვიდობიანი ფორმით პატივი მივაგოთ 9 აპრილის მემორიალს, რომელსაც გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებმა - გახსოვთ კადრები, სადაც გოგო ცეკვავს მემორიალზე და მთელი აქცია ამას ტაშს უკრავდა. ჩვენ გვინდა პასუხი გავცეთ - სანთლები დავანთოთ, არანაირი დაპირისპირება და არანაირი ჩხუბი ჩვენი მხრიდან იქ არ მოხდება“ - ამბობს გაბედავა. მისივე თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან „გასაუბრება უნდათ“, რათა მათ „ნარკობარიგების და ნარკომანიის დიდი პროპაგანდა შეწყვიტონ“.

პარლამენტის შენობასთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს. აქციის გარშემო პოლიციის კორდონია. აქციასთან მისვლა კიდევ ერთ ულტრანაციონალისტურ დაჯგუფებას „იბერიულ ერთობას“ სურდა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და მათ ლონდონის ბაღში გადაინაცვლეს.

კომენტარები