ბერა

ბერა ახალი სიმღერით ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვს

BERA - Parlez-Vous Français
youtube.com

ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა სიმღერა "legalize" რომელშიც ის ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვს. თუმცა, ბერა კონკრეტულ აქცენტს აკეთებს მარიხუანას მოხმარებაზე, ის სინთეტიკურ ნარკოტიკებთან შედარებით ბუნებრივი წარმოშობის მარიხუანას უპირატესობაზე მღერის. ამავდროულად, ბერა აკრიტიკებს მთავრობას და ამბობს - "წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის".

ჩემი ქართველის ძმა ზის და ოთხ კედელში კარგავს წლებს,

ის უბრალოდ ეწევა შრეკის ფერს, ისე არ აშავებს არაფერს,

Bera Legalize

რაც მოდის მიწიდან ვერ ჩამდებს მიწაში,

რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში, 

რომელიც მოგახვედრებს ისეთ სიზმარში, 

ვეღარ გაგაღვიძებენ, ვერც კლინიკაში 

ბარიგები კლავენ იმდენ ხალხს, 

ვითხოვ ლეგალიზებას,

ჩემი ქართველი ძმა უკვე მეშვიდე წელს ამთავრებს,

ის უბრალოდ ეწეოდა შრეკის ფერს და არ აშავებდა არაფერს,

იმ დაკარგულ წლებს, დაკარგულ ძმებს,

გოგოს და ოჯახს ვინ დაუბრუნებს?

აგინებს სისტემას მოსამართლეს, ქვეყანას სადაც დამნაშავედ ცნეს,

ხელები აწიე მშWEED-ობისთვის

ეს ბერას მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნებული უკვე მეორე პოლიტიკური შინაარსის სიმღერაა. 

საინტერესო გარემოებაა, რომ ღამის კლუბებში სპეცოპერაცია მოხდა ბერას მიერ ღამის კლუბ "ბასიანის" შესახებ გაკეთებული პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

კომენტარები