სპეცოპერაცია კლუბებში

10:00-ზე, შს მინისტრსა და თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს შორის შეხვედრა დაიწყება

economy.ge

დღეს, 10:00-ზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს შეხვდება. ისინი 11 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრებენ. სწორედ მინისტრის ამ პირობის და ბოდიშის მოხდის შემდეგ მიიღო "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" ორდღიანი აქციის დაშლის გადაწყვეტილება. აქციის მონაწილეებმა ერთკვირიანი პაუზა აიღეს. თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებლის ბექა წიქარიშვილის თქმით, "თუ ეს იქნება მხოლოდ დაპირებები", აქციებს განაახლებენ.

"მე აქციის მონაწილეებს დავპირდი, რომ ხვალ დილით, 10:00-ზე დავჯდებით, განვიხილავთ ყველა ნაბიჯს პარასკევის ღონისძიების და თუ ვინმეს უფლებები იყო დარღვეული, ამას, რა თქმა უნდა, აღვადგენთ" - თქვა გიორგი გახარიამ.

აქცია, რომელიც კლუბებში 11 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, გუშინ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - ულტრანაციონალისტური ჯგუფების აგრესიული კონტრაქციებისგან მათ პოლიციის კორდონი ყოფდა. 

კომენტარები