ტერორიზმი

ინდონეზიაში 5-სულიანმა ოჯახმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა

EPA

ინდონეზიაში, იავაზე მდებარე ქალაქ სურაბაიაში პოლიციის შენობას თავს თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ.

ტერორისტული აქტი 5 სულიანმა ოჯახმა განახორციელა. ისინი 2 მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ და პოლიციის შენობასთან თავი აიფეთქეს. პოლიციის თქმით აფეთქებას გაადაურჩა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 8 წლის გოგონა.

დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 პოლიციელი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კვირას სურაბაიაში კიდევ ერთმა ოჯახმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა 3 ეკლესიაზე. ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში თავი დედამ და მისმა ორმა ქალიშვილმა აიფეთქეს. 2 ეკლესიაზე თავდასხმა მამაკაცმა და მისმა ორმა ვაჟმა განახორციელა. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა კიდევ ერთი აფეთქება მოხდა საცხოვებელ კომპლექსშიც, რომლის შედეგადაც ბინაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ისინი თავდასხმას გეგმავდნენ.

ინდონეზიის მთავრობის განცხადებით იავაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაში პოლიციასთან ერთად სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

კომენტარები