საჯარო ფინანსები

რომელი უწყებები ხარჯავენ მივლინებებზე ყველაზე მეტ ფულს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ ბიუჯეტს საჯარო მოხელეთა მივლინებაში გაშვება 71,609,200 ლარი დაუჯდა. ეს 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მილიონი ლარით მეტია. მივლინებების ღირებულების ნახევარზე მეტი თავდაცვის სამინისტროზე მოდის, რაც სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურეების უცხოურ მისიებში გაგზავნას უკავშირდება. 

რაც შეეხება კონკრეტულ საჯარო უწყებებს მათ მიერ მივლინენებში გადახდილი თანხები ასეთია:

  • თავდაცვის სამინისტრო - 40.2 მილიონი ლარი  
  • შსს - 4.4 მილიონი ლარი
  • განათლების სამინისტრო - 3.6 მილიონი ლარი
  • პარლამენტი - 2.6 მილიონი ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 2.5 მილიონი ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2.4 მილიონი ლარი
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 2.2 მილიონი ლარი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2.1 მილიონი ლარი
  • კულტურის სამინისტრო - 1.7 მილიონი ლარი
  • საზმაუ - 1.6 მილიონი ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 1.5 მილიონი ლარი
  • ეკონომიკის სამინისტრო - 1.5 მილიონი ლარი
  • სუსი - 900 ათასი ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 800 ათასი ლარი
  • პრეზიდენტი - 700 ათასი ლარი

გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯებიც. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სარესტორნო, ოფიციალური საჩუქრებისა და მიღებებისთვის დახარჯულ თანხას. ის 2017 წელს 22,382,000 ლარს შეადგენდა. ეს 2016 წელთან შედარებით ასევე 2 მილიონით მეტია.

მვლინებებთან ერთად, უფრო ძვირი დაჯდა მთავრობის კუთვნილი საოფისე ინვენტარის მოვლა/შენახვა. მისმა ღირებულებამ 2017 წელს 179,006,000 ლარი შეადგინა, ეს 2016 წელთან შედარებით 1 მილიონით მეტია.

2017 წელს საქართველოს ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან თითქმის 30% მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯა. ბიუჯეტის 20%-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. დაახლოებით 15% კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები