ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზემო ფონიჭალის დასახლებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.

"პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები