დემოგრაფია

დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ კომისია შექმნა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პრემიერმინისტრის დადგენილება №221-ის მეშვეობით ქვეყანაში ახალი საბჭო - "მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო" შეიქმნა. მინისტრებით დაკომპლექტებული საბჭო დემოგრაფიის ეროვნულ სტრატეგიაზე იმუშავებს.

დებულების მიხედვით, საბჭოს გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი აკაკი ზოიძე იქნებნა. "მოსახლეობის განვითარების საბჭოს" შექმნის ვალდებულება სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2016 წელს აიღო, როდესაც პარლამენტმა "საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია" დაამტკიცა.

მაშინ პარლამენტმა ეს დოკუმენტი "დემოგრაფიული კატასტროფის" ასაცილებლად მიიღო. ახალი საბჭოს უფლებამოსილება იქნება: გამოითხოვოს საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია, შეიმუშავოს რეკომნდაციები კანონმდებლობის რეფორმის, დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებისათვის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.

საბჭოს სრული შემადგენლობა ასეთია:

  • გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერმინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
  • აკაკი ზოიძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • დიმიტრი ქუმსიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
  • მამუკა ბახტაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
  • დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • მიხეილ ჩხენკელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • მიხეილ გიორგაძე − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
  • სოზარ სუბარი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
  • ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ზვიად კვაჭანტირაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • სოფიო კილაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • გედევან ფოფხაძე − საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ პატარაძე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
  • ირაკლი ქადაგიშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • გრიგოლ ნემსაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • მერაბ ჭანუყვაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • ლევან შონია − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • არჩილ ჯაფარიძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • კახა სამხარაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • ლევან ზაუტაშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • აკაკი მაჭუტაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
  • ვაჟა ლორთქიფანიძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი;
  • თამარ ჩიბურდანიძე − ლომთაძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი.

დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის შეჩერებას ისახავს მიზნად, როგორიც მოსახლეობის რიცვოვნობის შემცირებაა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

კომენტარები