უკრაინა

კიევში Ria Novosti-ს ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკას ატარებს

KyivPost

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიევში კრემლთან დაკავშირებული RIA-Novosti-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

მიზეზად მოპოვებული მტკიცებულებები სახელდება, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო კრემლის პროპაგანდას და დეზინფორმაციას ავრცელებდა. ოფიციალური პირების თქმით მათ ასევე ინფორმაცია აქვთ რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედია კომპანიების ქსელის შესახებ, რომელთაც რუსეთი საინფორმაციო ომის წარმოებისათვის იყენებს.

RIA-Novosti-ს მიხედვით დაკავებულია მათი ერთი ჟურნალისტი. ის საკუთარ სახლთან აიყვანეს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

კომენტარები