კანის ფესტივალი 2018

კრისტენ სტუარტმა კანის ფესტივალის წესები დაარღვია

0 კომენტარი

კრისტენ სტუარტმა კანის ფესტივალის წესები დაარღვია - მან წითელ ხალიჩაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ფესტივალის კიბე ფეხშიშველმა გაიარა.

თავდაპირველად, მსახიობმა მთავარი სურათები მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაიღო, სურათების გადაღების შემდეგ კი ისინი გაიხადა და გზა ფეხშიშვლემა განაგრძო.

მან პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მიმართ პროტესტი 2016 წელს ასევე კანის ფესტივალზე გამოხატა, როდესაც ფეხსაცმელები გაიხადა და სპორტული ფეხსაცმელები ჩაიცვა. მისი თქმით, თუ კაცებს არ მოეთხოვებათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა, ასევე არ უნდა მოეთხოვებოდეს მასაც.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები