სპეცოპერაცია კლუბებში

წიქარიშვილი გახარიასთან შეხვედრაზე: რომ გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ, ასე არ არის

დავით სუბელიანი

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხზე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში თეთრი ხმაურის მოძრაობა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ჩართვას ითხოვს. ეს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა წიქარიშვილმა თქვა.

"რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, - თქვა ბექა წიქარიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს გახარიასთან ორი საკითხი უნდა განეხილათ: 

  • 12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
  • ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება.

ამ საკითხზე მუშაობის დაპირებები მინისტრისგან მათ 13 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაიშალა. 

"ბუნებრივია ეს არ არის ის მაქსიმუმი რის მიღწევასაც ვითხოვდით, ეს არ ნიშნავს რომ შედეგი მივიღეთ და კმაყოფილნი ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას", - აცხადებდა მოძრაობა შეხვედრის დაწყებამდე. 

შეხვედრას არ ესწრებოდა კიდევ ერთი აქტივისტი, ანა სუბელიანი. სუბელიანის თქმით, ეს უშუალოდ გახარიას მოთხოვნა იყო.

კომენტარები