სპეცოპერაცია კლუბებში

წიქარიშვილი: შსს კლუბებში ძალის შესაძლო გადამეტებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ უწყება 12 მაისის ღამეს კლუბებში სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ უწყებაში მოსთხოვეს, გადაცდომების ამსახველი ფაქტები თავად აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინონ.

აქტივისტის თქმით, ის შესაბამის დოკუმენტაციას პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას აუცილებლად წარუდგენს. 

„დღევანდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით. მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - თქვა ბექა წიქარიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა აქციები პარლამენტთან, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნარკოპილიტკის საკითხი განიხილება. ბექა წიქარიშვილის თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას. 

დეტალურად ბოლო რამდენიმე დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები