რეკლამა

Nokia-ს სიახლეები: ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში

0 კომენტარი

ფინურმა კომპანია Nokia-მ, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერი იყო ტელეფონების ბაზარზე 2017 წელს ახალი მოდელები დააანონსა და Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus შემოგვთავაზა.

ორივე ბესთსელერი — Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus ახლა უკვე ქართულ ბაზარზეცაა ხელმისაწვდომი. Nokia-ს ოფიციალური წარმომადგენლის სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა — მარიამ გამცემლიძემ Nokia 8 Sirocco-სა და Nokia 7 plus-ის მახასიათებლებზე საუბრისას აღნიშნა: „Nokia-ს ახალი, ინოვაციური მოდელები რამდენიმე თვისებითაა უნიკალური, თუმცა ყველაზე საინტერესო ბრენდის ახლანდელი მისიაა — ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში ჩააყენოს და არა პირიქით, იმ ფონზე, როდესაც დროის უდიდეს ნაწილს დღესდღეობით სწორედ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია გვართმევს“.

Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus-ი ანდროიდის საუკეთესო სისტემას — Android One-ს იყენებს, რომელიც Google-ის უახლეს ინოვაციაა. Android One-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამარტივებული, იოლად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა: ტელეფონის მენიუში წინასწარ დაინსტალირებულ აპლიკაციების კომპლექტს, მათ შორის — Google Assistant-ს და Google-ის უფასო, მაღალი ხარისხის ულიმიტო ფოტოარქივს აღმოაჩენ.

Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მაღალი ხარისხის, ინოვაციური კამერებია: ორივე მოდელი ექსკლუზიურად შეიქმნა ოპტიკის მოწინავე მწარმოებელ კომპანია ZEISS-თან თანამშრომლობით. 12-მეგაპიქსელიან ძირითად კამერებს ორმაგი ზუმის რეჟიმი აქვთ — გამოსახულების ორჯერ მიახლოებით ფოტოს ხარისხი არ მცირდება.

ასევე, Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის კამერების პარამეტრებში ახალ რეჟიმს — Pro-ს აღმოაჩენ, რაც ნებისმიერი გამოსახულების იოლად, ხელით გაკონტროლებას გულისხმობს: თეთრი ფერის ბალანსი, ფოკუსი, დიაფრაგმის სენსიტიურობა (ISO), ჩამკეტის სისწრაფე თუ ექსპოზიციის კომპენსაცია, ყველაფერი შენს ხელთაა — დააყენე კამერა მარტივად შენთვის სასურველ პარამეტრებზე და ფოტოს ხარისხი საგრძნობლად შეიცვლება. იდეალური სელფის გადაღების საშუალებას იძლევა ტელეფონების 13-მეგაპიქსელიანი წინა კამერები, როგორც დღის, ასევე — ღამის შუქზე.

Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის კიდევ ერთი უნიკალური თვისება დატენვის სისტემაა: ტელეფონის ბატარეა 30 წუთში 50 %-მდე იტენება.

Nokia 8 Sirocco

Nokia 8 Sirocco-სადმი მოთხოვნა გამორჩეულმა დიზაინმა, ინოვაციურმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ, სამგანზომილებიანმა აუდიოსისტემამ და ძლიერმა ოპერატიულმა მეხსიერებამ განაპირობა.

ამ მოდელს პროგრამულად Android 8.0 Oreo™ უზრუნველყოფს. Nokia 8 Sirocco საოცრად მოსახერხებელი ფორმით გამოირჩევა. ტელეფონის ექსტერიერი უჟანგავი ფოლადის ერთიანი ნაჭრისგანაა გამოძერწილი, რომელსაც საათობით ამუშავებენ საოცრად თხელ, კომპაქტურ ყალიბში. დიზაინის სრულყოფისთვის ტელეფონს ყველა მხრიდან 3D Corning® Gorilla® 5 ტექნოლოგიით დამზადებული მინა აკრავს.

საკონცერტო აუდიოსისტემის ხარისხს აღწევს Nokia 8 Sirocco-ს მიკროფონების ხმა: ტელეფონის სივრცითი აუდიოსისტემა 3 ინტეგრირებულ მიკროფონს იყენებს, რომლებიც მაღალ დინამიკურ დიაპაზონს უზრუნველყოფენ, 24-ბიტიანი აუდიოსისტემით და 132-მდე დეციბილით.

Nokia 8 Sirocco დღესდღეობით Nokia-ს კოლექციაში შემავალ ტელეფონებს შორის ყველაზე სწრაფი ანდროიდი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 835-ზე დამზადებულ სმარტფონებს შორის. ანდროიდის მუშაობის სისწრაფეს ძლიერი მეხსიერება განაპირობებს — ოპერატიული 6 GB RAM და შიდა 128 GB. ტელეფონი უკაბელო დამტენით იმუხტება და წყალგაუმტარი IP67 სისტემითაა აღჭურვილი.

Nokia 8 Sirocco-ს Android One-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს, რეგულარულად მივიღოთ უსაფრთხოების განახლებები, OS სისტემა კი ორი წლის განმავლობაში ახლდება.

Nokia 7 plus

ფოტო: ნოკია

Nokia 7 plus-ის გამორჩეული თვისება ინოვაციური გამოსახულება და დიდი ეკრანია, ზომით 6” full-HD+, რომელიც ტელევიზორის ფუნქციასაც იოლად ითავსებს. ეკრანის თანაფარდობაა 18:9, მასზე ხელის ერთი შეხებით ერთდროულად ორი ფანჯრის გახსნა და სხვადასხვა საქმის კეთებაა შესაძლებელი.

ტელეფონის ექსტერიერი კერამიკის ფაქტურით დამუშავებული ალუმინის მყარი ბლოკისგანაა დამზადებული.

Nokia 7 plus-ი მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 660-ს იყენებს. 4GB ოპერატიული მეხსიერების დამსახურებით საოცრად სწრაფად მუშაობს, შიდა მეხსიერება კი 64 GB-ა.

Nokia 7 plus-ი საკმაოდ ძლიერი ბატარეითაც გამოირჩევა: მისი მოცულობა 3800 ამპერია და ორი დღე ძლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარიამ სანოგო

კომენტარები