ტურიზმი

ეროვნული ბანკი: 2018 წლის 4 თვეში ტურისტებმა საქართველოში $800 მილიონი დახარჯეს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2018 წლის იანვარ-აპრილში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში $800 მილიონი დახარჯეს, რაც 28%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. 

ამ პერიოდში საქართველოში 2 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რომელთაგან ქვეყანაში 24 საათზე დიდი დროით 937 ათასი პირი დარჩა. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

2017 წელს 25%-ით გაიზარდა ტურისტული შემოსავლები და მან $2.75 მილიარდს მიაღწია. თუ ტურიზმის ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება 2018 წელს სავარაუდოდ, უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა $3 მილიარდს გადააჭარბებს. 

კომენტარები