მთავრობის დადგენილება

მთავრობამ ჯართში რადიაციის მონიტორინგის რეგლამენტი დაამტკიცა

flickr.com

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №224-ით განისაზღვრა ახალი წესები ჯართში რადიოაქტიური ნივთიერებების მონიტორინგისთვის. საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების მონიტორინგი "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს" ევალება. 

"საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სასმართლის იურიდიული პირი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას ჯართში რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ადამიანების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საგნების დეკონტამინაციას. ასევე, სააგენტოსთან თანამშრომლობით მონაწილეობს დაბინძურებული ჯართის ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების გადაზიდვაში უსაფრთხო განთავსების ადგილამდე, საჭიროების მიხედვით"- წერია დადგენილებაში. 

კომენტარები