H&M

დღეიდან საქართველოში H&M-ის ტანსაცმლის წარმოება დაიწყო

Reuters

დღეიდან საქართველოში H&M-ის ტანსაცმლის წარმოება დაიწყო. ქართულ-რუმინული ინვესტიციით ქუთაისში აშენდა საწარმო "ემჯიემტექსი", რომელშიც 250 ადამიანი დასაქმდა. სამკერვალო ფაბრიკის აშენება $7 მილიონი დოლარი დაჯდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ემჯიემტექსი" წლიურად 6 მილიონი ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო "აწარმოე საქართველოშის" მხარდაჭერით გაიხსნა. პრეზენტაციაზე სიტყვით ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოვიდა, მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ZARA-სა და Beneton-თან, მათი სიმძლავრეების საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით.  

კომენტარები