17 მაისი

პირი, რომელიც 17 მაისის აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, არასრულწლოვანია

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე იძალადა, არასრულწოვანია. ის 15 წლისაა.

"2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობითვის, შსს-ს თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 22 წლის იყო.

აქციაზე "არა ჰომოფობიას" ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, ძალადობის მუხლი დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარემოებით დამძიმდება.

კომენტარები