კრიმინალი

ქუთაისში 67 წლის ქალი მოკლეს, ბრალდებულის სახით გარდაცვლილის და დააკავეს

flickr

ქუთაისში 67 წლის ქალი თავისმა დამ მოკლა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქმართან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები