კრიმინალი

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

facebook.com/evelinachokheli

სამართალდამცველებმა ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, ბანკიდან 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა.

"სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.  მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები