სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

2 თვეზე მეტხნიანი მკურნალობის შემდეგ, სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, იულია კი, საავადმყოფოდან გასულ თვეში გაწერეს. შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები