სამეფო ქორწილი

მეგან მარკლს საკურთხეველთან პრინცი ჩარლზი მიაცილებს

getty image

მეგან მარკლს საკურთხეველთან პრინცი ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი მიაცილებს. ამის შესახებ ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ დღეს გაავრცელა. 

უელსის პრინცის, ჩარლზის განცხადებით, ის მოხარულია და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.

გუშინ, მეგან მარკლმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამამისი ვერ დაესწრებოდა სამეფო ქორწილს. როგორც ცნობილია, ტომას მარკლს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მან ახლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი ხვალ 19 მაისს გაიმართება.ცერემონიალს სავარაუდოდ 600 სტუმარი დაესწრება.

კომენტარები