ბლოკჩეინი

სებ-მა გერმანულ მხარესთან ერთად კრიპტოვალუტის რეგულირების შესაძლებლობები განიხილა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობა გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (BaFin) წარმომადგენელმა ჯენს მუენზერმა მიიღო.

შეხვედრაში, რომლის მთავარი მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საზედამხედველო გამოცდილების გაზიარება იყო მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI), კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო კრიპტოვალუტების გამომუშავებაში ანუ მაინინგში აქტიურადაა ცართული. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 10-15% მაინინგზე იხარჯება. 

კომენტარები