რუსული პროპაგანდა

დიმიტრი ლორთქიფანიძე МИД-ის "პრიმაკოვის ფონდის" ქართული ოფისის უფროსი გახდა

ტაბულა/მძიმე კაცთან

დიმიტრი ლორთქიფანიძე МИД-ის პროპაგანდისტული ფონდის ქართული ოფისის უფროსი გახდა. პრორუსი პოლიტიკოსის დაწინაურების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ლორთქიფანიძე ამჟამად ნოფაშისტური კოალიციური გაერთიანების - "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ერთ-ერთი ლიდერია.

TI-ის კვლევა დიმიტრი ლორთქიფანიძის შესახებ:

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე "ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ნეოფაშისტების რუსული კავშირების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

კომენტარები