შსს

63 ქალის პროსტიტუციაში მოტყუებით/მუქარით ჩაბმის ბრალდებით, შსს-მ 11 პირი ამხილა

0 კომენტარი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციის ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილა. 

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შსს-ის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 9 ე.წ "თურქული ბარსა" და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. 

შსს-ის ცნობით, ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟითა და/ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებით მფლობელები, სულ 11 პირი ამხილეს. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხესა და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არს ებულ ფართებს, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ამასთან, ბრალდებულები "თურქულ ბარებში" მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ასაკის ქალებს პროსტიტუციაში აბამდნენ. 

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები