თბილისის ანძა

მერია: ანძის ამ ფერებში განათება ლგბტ ადამიანებს არ უკავშირდება

გვანცა ხიზანიშვილი

თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში განათდა. თბილისში მცხოვრებთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს 17 მაისს - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს უკავშირდება, თუმცა, როგორც მერიაში განმარტეს, მიზეზი სხვა რამ არის. 

კერძოდ, ტაბულას მერიაში უთხრეს, რომ თბილისის ანძის შესაძლებლობები გაძლიერდა, ახლა მასზე დამონტაჟებულ ნათურებს მილიონი ფერი აქვთ.

"ამ შესაძლებლობებს მუდმივად გამოვიყენებთ და ამიერიდან ყოველ შაბათ-კვირას ანძა ამ ფერებში იქნება განათებული", - თქვეს მერიაში. 


ფოტო: გიორგი თაბაგარი

კომენტარები