ინდოეთი

ინდოეთში ქალის მუცლიდან კოკაინის 106 კაფსულა ამოიღეს

getty image

ინდოეთში ქალის მუცლიდან კოკაინის 106 კაფსულა ამოიღეს. ინდოეთის პოლიციის თქმით, ქალი ამ გზით ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერების არაკანონიერად შეტანას ცდილობდა. 

25 წლის ქალი ინდოეთის დედაქალაქ, დელის აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ნარკოტიკები ბრაზილიაში, სან პაულოში გადაყლაპა და დელიში ნიგერიის მოქალაქისთვის უნდა გადაეცა.

პოლიციის განმარტებით, ახლა ისინი სწორედ ნიგერიის მოქალაქეს ეძებენ.

კოკაინი კოლუმბიიდან იყო და თანაც მაღალი ხარისხის. მისი ღირებულება მთლიანობაში 734,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები