პარაგვაი

აშშ-ს და გვატემალას შემდეგ იერუსალიმში საელჩო პარაგვაიმაც გახსნა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დღეს იერუსალიმში პარაგვაის საელჩო გაიხსნა. აშშ-ის და გვატემალას შემდეგ პარაგვაი მესამე ქვეყანაა, რომელმაც ისრაელში საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.

საელჩოს გახსნის ცერემონიას პარაგვაის პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრნენ.

"ეს ისტორიული დღეა, რომელიც პარაგვაისა და ისრაელს შორის კავშირებს აძლიერებს."თქვა კარტესმა გახსნის ცერემონიაზე.

"დიდი დღე ისრაელისთვის. დიდი დღე პარაგვასითვის. დიდი დღე ჩვენი მეგობრობისთვის. თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა, არამედ ისრაელის მოქალაქეების მადლიერებაც." განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო ჩართვით მიმართა. ცერემონიას დაესწრო დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

საელჩოს გახსნამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვართან. ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 60-მდე პალესტინელი დაიღუპა. დაშავდა 2,700-ზე მეტი. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ქმედებებს თავდაცვა უწოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომელთაც მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს აშშ-მა ისრაელის განცხადებას მხარი დაუჭირა და ღაზას სექტორში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის სამხედრო ძალების ქმედებას "გენოციდი" უწოდა, ხოლო ისრეალს "ტერორისტული სახელმწიფო". თურქეთმა ქვეყნიდან ისრაელის ელჩი გააძევა.

იერუსალიმში გვატემალას საელჩო 16 მაისს გაიხსნა. საელჩოს გასხნას გვატემალას პრეზიდენტი ჯიმი მორალესი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები