კულტურული მემკვიდრეობა

თურქეთი, ქართული მხარის მოთხოვნით, ოშკის რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს საელჩ თურქეთში

ისტორიული ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება.

2018 წლის 20 მაისს, თურქეთი საქართველო-თურქეთს შორის 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნით, გადაუდებელი პროექტის სახით ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოებს დაიწყებს.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, უკვე დაწყებულია ტერიტორიის შემოღობვა და სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად. შემდგომ ეტაპზე კი ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომელიც სწორედ 5-წლიანი პროგრამის მიხედვით, ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ უნდა განხორციელდეს.

საელჩო აღნიშნავს, რომ სიმბოლურია რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ემთხვევა.

ოშკი X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო კომპლექსია ისტორიულ ტაოში, სოფელ ჩემლიამაჩში, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე. ის პირველია საქართველოს დიდ კათედრალებს შორის, მას შემდეგ აშენდა ბაგრატის ტაძარი, ალავერდი და სვეტიცხოველი. ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.

კომენტარები