საზოგადოებრივი მაუწყებელი

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საზმაუს 2017 წლის ანგარიშს მხარი არ დაუჭირა

ტაბულა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა იყო დაგეგმილი. საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა ხმა ამ დოკუმენტის წინააღმდეგ მისცეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარლამენტს წლიური ანგარიში განსახილველად 2018 წლის 30 აპრილს გაუგზავნა. თავისმხრივ პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დაევალებინა საპარლამენტო კომიტეტებისთვის განეხილათ ეს ანგარიში. განიხილვების შემდეგ დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ არხის საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშში 2017 წლის განმავლობაში შესრულებულ პროექტებზეა საუბარი. 2017 წელს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო მაუწყებლის შენახვა 46 მილიონი ლარი დაუჯდათ.

 

კომენტარები