საგარეო ვაჭრობა

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

Getty Images

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა $961 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი დსთ-ს ქვეყნებია, რომლის წილიც ექსპორტში 44.7%-ს შეადგენს, ევროკავშირზე ექსპორტის 25% მოდის. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიდან თხილი გამოვარდა, რაც სავარაუდოდ ფაროსანასა და სოკოვანი პარაზიტების მიერ პლანტაციების დაზიანებას უკავშირდება. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $135 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 2.2%. წილი მთლიან ექსპორტში 14%


ფოტო: Getty Images

2) ფეროშენადნობები - $114 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3%. წილი მთლიან ექსპორტში 11.9%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი (რეექსპორტი) - $90 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 91%. წილი მთლიან ექსპორტში 9%


ფოტო: flickr.com

4) ღვინის ექსპორტი - $56 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: ozkv.net

5) სპირტიანი სასმელები - $37 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%. წილი მთლიან ექსპორტში 4%


ფოტო: flickr.com

6) მედიკამენტები - $36 მილიონი, კლება წინა წელთან 10%. წილი მთლიან ექსპორტში 3.8%


ფოტო: NHS

7) აზოტოვანი სასუქები - $34 მილიონი, ზრდა წინა წელთან 41%. წილი მთლიან ექსპორტში 3.6%


ფოტო: hanyazilim.com

8) მინერალური წყლები - $33 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%. წილი მთლიან ექპორტში 3.5%


ფოტო: flickr.com

9) თამბაქოს ნაწარმი - $30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1500%, წილი მთლიან ექსპორტში 3.1%


ფოტო: flickr.com

10) ნავთობპროდუქტები (რეექსპორტი) - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 966%, წილი მთლიან ექსპორტში 3.1%


ფოტო: Getty Images

რაც შეეხება იმპორტს, ის $2.8 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 22%-ით მეტია. 

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თუქრეთია. იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან $547 მილიონი შეადგინა, აქედან $103 მილიონი ექსპორტი, $443 მილიონი კი იმპორტი იყო. მეორე ადგილზე რუსეთია, რომელთანაც ბრუნვამ $421 მილიონი შეადგინა. 

კომენტარები